უფროსებო! ხშირად გავმართოთ ეკო–აქცია

პროექტის ანგარიში

ანგარიში


პროექტის სახელწოდება:

ჩემი სამშობლო იწყება ჩემი უბნიდან
რეგიონი
თბილისი
სკოლა
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლა
სკოლის დირექტორი
მადონა მუმლაძე
პროექტის ავტორი / ავტორები
მანანა ბაქრაძე, მაია ლაზაშვილი
პროექტის საკონტაქტო პირი
მანანა ბაქრაძე
ტელეფონი
????????????????
ელექტრონული ფოსტა
mananabakradze1@gmail.com
რომელი საგნის მასწავლებლები მონაწილეობდნენ პროექტში
ქართული ენისა და ლიტერატურა, ისტორია - სამოქალაქო, ბუნებისმეტყველება
რომელი საგნები და საგნობრივი ჯგუფები შეესაბამება პროექტს
ქართული ენა და ლიტერატურა, საზოგადოებრივი მეცნიერება-ჩვენი სამშობლო, ბუნებისმეტყველება
რომელი კლასის მოსწავლეები მიიღებდნენ მონაწილეობას

, V - დ კლასი
რამდენი მოსწავლე მონაწილეობდა პროექტში

24
რომელი საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ან სათემო ჯგუფთან ერთად იყო თანამშრომლობა
მ.ჯავახიშვილის სახელობის N 124 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა
პროექტის დაწყების და დასრულების თარიღი 
2 ოქტომბერი -30 ოქტომბერი 

პროექტის მიზნები:
1.     












აკადემიური მიზნები:
ქართ. V. 2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.
ქართ. V. 5. მოსწავლეს შეუძლია სადისკუსიო სტრატეგიების ამოცნობა და გამოყენება.
ქართ. V. 7.   მოსწავლეს შე-უძლია მისთვის საინტერე-სო თემატიკის შემცველი სხვადასხვა სახის  არამხატვრული  ტექსტების  (საყმაწვილო ჟურნალების, დარგობრივ-შემეცნებითი  სტატიების, სხვადასხვა შინაარსის ცნობარების, ინტერვიუებისა და სხვ.) წაკითხვა და გააზრება.
საზ. მეც.V-VI. 1. მოსწავლეს შეუძლია რუკების კითხვა და გამოყენება.  
საზ. მეც.V-VI. 2, მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს და შექმნას ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა  საშუალება (ცხრილი, გრაფიკი, ფოტო, სქემა, ჩანახატი).
საზ. მეც.V-VI.11. მოსწავლეს შეუძლია  დააკავშიროს საქართველოს გეოგრაფიული ობიექტები დასახლებების ტიპებთან.
ბუნ.V.6. მოსწავლეს შეუძლია მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტებისა და მათი ნაწილების აღწერა.ბუნ.V.10.მოსწავლეს შეუძლია ბუნებაში უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა.
ბუნ.V.11. მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების მნიშვნელობის დასაბუთება და მათში აქტიური მონაწილეობის მიღება.






საზოგადოებრივი მიზნები:
1.      მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლის მოსწავლეების, მშობლების ინფორმირებულობა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტყის მდგომარეობისა და არსებული ვითარების აღმოფხვრისათვის მათი როლისა და ჩართულობის შესახებ;
2.      მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის  N 124  საჯარო სკოლის  მიმდებარე ტერი ტორიაზე მცხოვრები თემის  ცნობიერების  ამაღლება მათ გარშემო არსებული გარემოს მოვლა-პატრონობის მნიშვნელობასთან დაკავშრებით;
3.      მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის  N 124  საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და  მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები თემის ჩართვა მოსწავლეთა მიერ მოწყობილ ეკოაქციაში.





პროექტის მოკლე აღწერა:
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის  N 124  საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი საცხოვრებელი კორპუსი დგას,მოსახლეობას ყოველდღიურად,თითქმის რამდენჯერმეუწევს მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N 124  საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის   გავლა, სკოლის მოსწავლეებიც, ძირითადადამ ოჯახების შვილებითაა დაკომპლექტებული,ასე რომ მათთან კომუნიკაციის დამყარება და საერთო ენის გამონახვა პროექტში მონაწილე მოსწავლეებს არ  გასჭირვებიათ.
საჭირო საგანმანათლებლო რესურსების ჩამონათვალი:
დაფა,ცარცი,რვეული, კალამი,კომპიუტერი, პროექტორი, წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკები.



შენიშვნა:
რადგან საქმე გვაქვს მეხუთეკლასელ მოსწავლეებთან, პროექტი იყო გამარტივებული,უფროსკლასელებთან შესაძლებელია უფრო მეტი აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება.
პროექტის დროში გაწერილი მიმდინარეობა:
პროექტის ჩატარების ვადები: 2.10.17–დან 30.10.17–მდე (ერთი თვე).
აქტივობა 1:
პროექტში მონაწილე მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან  პირველი,საინფორმაციო შეხვედრა.
შეხვედრა შედგა 02.10.2017 წელს
პირველ შეხვედრას  ესწრებოდნენ  მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლის  V-დ კლასის 24 მოსწავლე, ქართული ენისა და ლიტერატურის,ისტორია -სამოქალაქოსა და  ბუნებისმეტყველების მასწავლებლები.
პირველ ეტაპზე ჩავატარე გამოკითვა(გონებრივი იერიში), რათა გამეგო, რა იციან მოსწავლეებმა საკითხის გარშემო:
კითხვა
მოსწავლეთა სავარაუდო პასუხი
რა არის სამშობლო?
1.მზე,ცა, ზღვა.
2.ადგილი, სადაც დავიბადე.
3 ჩვენი მთა და ჩვენი ბარია.
როგორ მოიაზრება პროექტის სათაური „ჩემი სამშობლო იწყება ჩემი უბნიდან“?
1.სადაც ვცხოვრობ,ის არის ჩემი სამშობლო.
2.ჩემი სახცოვრებელი ადგილიდან იწყება სამშობლოა.
3.უნდა დავიცვათ სისუფთავე ყველგან,სადაც ვართ.
ხომ არ წაგიკითათ ნოდარ დუმბაძის „სამშობლო“?

1.არ წამიკითავს.
2. წავიკითხე,მაგრამ აღარ მახსოვს.
(ვპირდები,რომ მიეცემათ წაკითხვის შესაძლებლობა)
რა იცით ჩვენი სკოლის შენობის მიმდებარე მცირე ტყის შესახებ?
1.ბევრი ხეა.
2მოუვლელია.
3.დაბინძურებულია.
გისეირნიათ ამ ტყეში?
1.არა.
2.გამივლია.
რომელი ჯიშის ხეები გინახავთ?
1.ნაძვები
2 ძირითადად ბუჩქებია
ვისაც გაუვლია ამ ტყეში, რა მოგეწონათ?
ბევრი ხეა
რა არ მოგეწონათ?
,საშინელი სიბინძურეა,ბევრი ბოთლი და ნაგავი ყრია.
როგორ ფიქრობთ, რითი შეიძლება არსებული სიტუაციის გამოსწორება?
1.ყველა მხრიდან უნდა ჩაიკეტოს.
2.უნდა დალაგდეს, შაბათობა მოვაწყოთ.

აქტივობა 2: (იმავე შეხვედრაზე)
  ვისაუბრეთ პროექტის მნიშვნელობაზე. დავსახეთ პროექტის მიზნები და ამოცანები და დავგრგმეთ  განსახორციელებელი აქტივობები. მოსწავლეები დავყავი სამ ჯგუფად, გადავუნაწილე დავალებები, როგორც ინდივიუალური, ასევე ჯგუფური მუშაობისათვის.
ინდივიდუალური დავალება:
 დავურიგე ფურცელზე ამობეჭდილი საკითხავი მასალა:  ნოდარ დუმბაძის წერილი „სამშობლო“ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II–ს სიტყვა  „ რა არის სამშობლო, როგორ აღვიქვამთ მას?“
ჯგუფური სამუშაო:
1.      მას შემდეგ,რაც ინდივიდუალურად გაეცნობიან საკითხავ მასალას,ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს.
2.      მოიძიებენ და ჯგუფებში განიხილავენ მასალებს ჰაერის დაბინძურების წყაროებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ.




აქტივობა 3:

შეხვედრა შედგა 04.10.2017 წელს
ჯგუფის ლიდერები (რომელსაც ჯგუფის წევრები თავად ირჩევენ) წარმოადგენენ პრეზენტაციას შესწავლილი საკითხის გარშემო.(დისკუსიისათვის მზადება).


საქმოანობა 4: 
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის  N124 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიისა და მცირე ზომის ტყის შესწავლა.
შეხვედრა შედგა 06.10.2017 წელს
ბუნებისმცოდნეობის მასწავლებელთან ერთად (, მურცხვალაძე)  V- კლასის მოსწავლეებს ჩავუტარე მინი ლექცია მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის  N124 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიისა და მცირე ზომის ტყის შესახებ. მივაწოდეთ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ და დავსახეთ (ამ ეტაპზე  მინიმალურად მაინც) აღმოფხვრის გზები.

აქტივობა 5:
ინტერნეტით ვიდეომასალისა და სხვა რესურსების გაცნობა ნაძვის ჯიშების,მათი გამრავლებისჰაერის დაბინძურების წყაროებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ.
შეხვედრა შედგა 07.10.2017 წელს
საზოგადოებრივი მეცნიერების-ჩვენი სამშობლო მასწავლებელთან ერთად ( . ლაზაშვილი) V- კლასის მოსწავლეებთან  ჩავატარე გაკვეთილიჰაერის დაბინძურების წყაროები და უსაფრთხოების წესების დაცვა“.ინტერნეტის საშუალებით მოსწავლეები გაეცვნენ ნაძვის სახეობებს,მათი გამრავლების ხერხებს.მიიღეს ინფორმაცია ჰაერის დაბინძურების წყაროებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ.უყურეს ვიდეორგოლსბორჯომის გადამწვარი ტყე“.

აქტივობა 6:
დისკუსია თემაზე „„ჰაერის დაბინძურების წყაროები და უსაფრთხოების წესების დაცვა“.
შეხვედრა შედგა 09.10.2017 წელს
მოსწავლეებმა ისაუბრეს საკითხის გარშემო, მივიდნენ იმ დასკვნამდე,რომ ყველაზე მარტივად მისაღწევია ადამიანური საქმიანობით გამოწვეული დაბინძურების წყაროს აღმოფხვრა,რადგან ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.

აქტივობა 7:  საინფორმაციო ბუკლეტის შექმნა.
შეხვედრა შედგა 13.10.2017 წელს
მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო ხასიათის  ბუკლეტი ჰაერის დაბინძურების წყაროების, გარემოს სისუფთავის მნიშვნელობაზე და სოციუმის  ჩართულობის აუცილებლობაზე.
აქტივობა 8:
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის  N124 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ თემთან  ვიზიტის დაგეგმვა და ვიზიტი.
შეხვედრა შედგა 16.10.2017 წელს

მოსწავლეებმა დაგეგმეს და ესტუმრნენ მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასჩაატარეს სოციუმის ზეპირი გამოკითხვა N124 საჯარო სკოლის ტერიტორიისა და მასთან არსებული მცირე ტყის შესახებგამოარკვიეს, თუ როგორ ესახებათ პრობლემური საკითხის გადაჭრა და რა დახმარების გაწევა შეუძლიათ, მიაწოდეს ინფორმაცია  პროექტის შესახებ და გაავრცელეს ბუკლეტები.
აქტივობა 9:  დასუფთავებისათვის საჭირო რესურსების მოძიება და მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის  N124 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიისა და მცირე ზომის ტყის დასუფთავება:
შეხვედრა შედგა 21.10.2017 წელს
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლის V-დ მოსწავლეებმა მოიძიეს  საჭირო რესურსები  სკოლის მიმდებარე მცირე ტყის დასუფთავებისათვის, აქციაში ჩართეს უფროსკლასელები, საკუთარი ოჯახები, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, მიმდებარე ტერიტორიის მეეზოვეც კი.დაასუფთავეს ტყის ნაწილი, დაისახეს  მიზნად შემდგომში უფრო ფართო მასშტაბით ჩაატარონ ეკოაქცია და  ჩართონ, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი.



აქტივობა 10:  (აქტივოას აქ იმსწეებმწისწარ ცია)
შეხვედრა შედგა 25.10.2017 წელს

თაობს სწეებს, დარონ რე სს:

ჩემი სამშობლო იწყება ჩემი უბნიდან“,   „ ჩემი სამშობლო იწყება ჩემი ეზოდან“. (რგლაი განსა).

რის დაყება   სწ მი:

1.   რვ რიგში სწეებმ და გა ათარი რას გისობ;

2. თხრობა და აგონ ,რომ გათვსწიონ ათა თავისუფლდ დააფიქსი აზრ;
3.    სტა:    წიისგან  -  ალ,  რითდი  წილი  და დასკვნა;   ალ   ლში   და   გაიკთოს   სწს   ცია   კითხ


მიმარ;რიად წილში სწმსლობთ უდა გაშაოს არი აზრა დაა,ომ რო რა აგ; დასკვნით წილში სწლე არ თვაზრი ედ, დ გაოხა ათმე.
გლაენტის ას შსწეე კითხულო.(ი     ფაა      განმსაზღვრელი    ფაბი

პროექტის ფარგლებში  მოსწავლეები იღებდნენ  თავიანთი საქმიანობის ამსახველ ფოტოებს და შემდგომ შექმნეს ვიდეორგოლი.

აქტივობა 11: პროექტის დასასრულს ი ვე აჯამბე:
    შეხვედრა შედგა 27.10.2017 წელს


ა ვცოდი
ა გავიგე
მიდა გავიგო


აქტივობა 12: პროექტის ბლოგის შექმნა
შეხვედრა შედგა 29.10.2017 წელს

შეიქმნა პროექტის ბლოგი, რომელშიც განთავსდა  პროექტის ფარგლებში განხორციელებული ყველა აქტივობა. 









Комментариев нет:

Отправить комментарий