ჩვენის სკოლის მიმდებარე მცირე ტყეში უხვად არის ნაძვის ხე
ნაძვი (ლათ. Picea) — წიწვოვან მცენარეთა გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა.
ნაძვი მარადმწვანე ტანმაღალი (20–50 მეტრი) ხეა. წიწვები
მეტწილად
ოთხწახნაგოვანი
აქვთ,
იშვიათად
ბრტყელი
და
წაწვეტებული.
ერთსახლიანი
მცენარეა.
აერთიანებს
40–მდე
სახეობას,
რომლებიც
გავრცელებულია
ევროპაში,
აზიასა
და
ჩრდილოეთ
ამერიკაში.
საქართველოში
გავრცელებულია
მხოლოდ
ერთი
სახეობა
— აღმოსავლური
ნაძვი
(Picea orientalis).
გავრცელებულია უმთავრესად დასავლეთ საქართველოსა და ბორჯომის
ხეობაში,
აღმოსავლეთით
მისი
გავრცელების
საზღვარი
მიჰყვება
კავკასიონის
მთავარ
ქედს
შავი
არაგვის
ხეობამდე
და
სამხრეთ
მთიანეთს
თბილისის
მერიდიანამდე.
იზრდება
ზღვის
დონიდან
2200–2300 (2400) მეტრამდე, თუმცა ტენიანსა და დაჩრდილულ ხეობებში (აჭარაში) 100–80 მეტრამდე ეშვება.
ტყის
მასივებს
ქმნის
უმთავრესად
ნაძვისა
და
სოჭის
სარტყელში
ზღვის
დონიდან
1500–1800 მეტრი.
საქართველოს
ფარგლებს
გარეთ
იგი
გავრცელებულია
ჩრდილო
კავკასიასა
და
თურქეთში.
15–20 წლამდე
იზრდება
შედარებით
ნელა,
შემდეგ
კი
საკმაოდ
სწრაფად;
მსხმოიარობას
თავისუფლად
მდგომი
ხე
20–25 წლისა
იწყებს,
ტყეში
კი
— უფრო
გვიან.
იძლევა
მაღალი
ღირსების
მერქანს.
საქართველოში, გარდა ადგილობრივი ნაძვისა, ბაღ-პარკებსა და ნაწილობრივ ტყის კულტურაში გვხვდება აგრეთვე ინტროდუცირებული სახეობები: ევროპული
ნაძვი
(Picea excelsa), ჰიმალაური ნაძვი (Picea morinda), ვერცხლისფერი
ანუ
მჩხვლეტავი
ნაძვი
(Picea pungens) და სხვ. ნაძვი ჩრდილის ამტანი, ყინვაგამძლე, მეზოფილური ჯიშია. ცოცხლობს 250–300, იშვიათად 500 წლამდე.
წიწვოვანი მცენარეების უმრავლესობა ბუნებაში და სანერგეებშიც თესლით მრავლდება,
დეკორატიული
ჯიშები კი მყნობით. ამ თემაზე
გვესაუბრება
საპატრიარქოს
დეკორატიული
მებაღეობის
საზოგადოებრივი
კოლეჯის
თანამშრომელი
მაია
ქურდაძე:
- წიწვოვნებს ჩვენში არავინ ამყნობს. ამ მეთოდს უცხოეთის სანერგეებში იყენებენ. ჩვენში კალმით იმ წიწვოვნებს ამრავლებენ, რომლებიც თესლით არ აღმოცენდებიან. ასეთია ვერცხლისფერი
ან
ცისფერი
ნაძვი,
ჩვენთვის
უცნობი
მეთოდებით
გამოყვანილი
ოქროსფერი,
ვერცხლისფერი
ან
ჭაღარა
ფიჭვი,
ღვია,
ტუია.
Комментариев нет:
Отправить комментарий