ლექსიკონი:
აქტივობა – იგივეა‚ რაც აქტიურობა, საქმიანობა.
აქცია – .რაიმე ეკონომიკური
ან პოლიტიკური მიზნის მისაღწევად წამოწყებული მოქმედება.
ბლოგი – ჩვეულებრივ
წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ წარმოებულს ვებ-საიტს, რეგულარული ჩანაწერებით,
რომლებიც აღწერენ სხვადასხვა მოვლენებს ან/და შეიცავენ გრაფიკულ-ვიდეო-აუდიო მასალას.
ბუკლეტი – ბუკლეტი რამდენიმეგვერდიანი სარეკლამო–საინფორმაციო პროდუქტია, ის შესაძლოა მოიცავდეს
48 გვერდამდე. ბუკლეტი, როგორც წესი, იბეჭდება ისეთი ღონისძიებების დროს, როგორიცაა
გამოფენა ან პრეზენტაცია.
დისკუსია – განხილვა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა სადავო საკითხებზე,
კამათი, პაექრობა.
ეკოლოგია
– ბიოლოგიის
დარგი, რომელიც სწავლობს ორგანიზმებისა და მათი გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას.
კომუნიკაცია
– ურთიერთობის, კავშირის საშუალებანი.
ნიადაგი
– დედამიწის
ქერქის ზედა შრე, რომელშიც მცენარე ფესვებს იდგამს და რომელიც მის საკვებ მასალას შეიცავს
პრეზენტაცია
– პრეზენტაცია არის რაიმე საკითხის
საჯარო წარდგენა აუდიტორიის წინაშე.
პროექტი – რაიმე
აქტის, დოკუმენტის, დადგენილების წინასწარი, სავარაუდო ტექსტი, გეგმა,განზრახვა.
რესურსი – მარაგი,
სახსარი, შესაძლებლობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий